დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია ვარაგას წმინდა მთაზე ჯვართამაღლებას ზეიმობს.
ამის შესახებ ინფორმაციის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯვართამაღლება ვარაგას მთაზე სომხურ ეკლესიაში ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, იგი VII საუკუნიდან აღინიშნება და განსაკუთრებულ დღესასწაულად ითვლება.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.




