“სომხეთში რუსულენოვანი გადაცემები პრაქტიკულად აღარ გადის” – აკოფიანი

რუსულენოვანი პროგრამების რაოდენობა სომხეთის საზოგადოებრივ ეთერში მკვეთრად შემცირდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ამის შესახებ სომხეთის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან აკოფიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“თუ თვალს ადევნებთ ჩვენი ტელეკომპანიების გადაცემებს, ნახავთ, რომ რუსულენოვანი კონტენტი პრაქტიკულად აღარ არსებობს. დაახლოებით ექვსი-შვიდი წლის წინ ყველა ფილმი, გადაცემა და ინტერვიუც კი, ეთერის 70%, რუსულ ენაზე იყო. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სომხეთის ენობრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაა”, – ამბობს აკოფიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა