სომხეთში კორუფციის ბრალდებით აკავებენ გიუმრის ახლადარჩეულ მერს „კომუნისტური პარტიიდან“

დღეს, 2025 წლის 20 ოქტომბერს სომხეთის ანტიკორუფციულმა კომისიამ – სახელმწიფო უწყებამ, რომელიც კორუფციის შემთხვევებს იძიებს, – განაცხადა, რომ გამოცემულია ქალაქ გიუმრის მერის, ვარდან ღუკასიანის დაკავების ორდერი.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ამ წუთებში სამართალდამცავები მობილიზებულები არიან გიუმრის მერიასთან. ადგილზე შეიკრიბნენ „კომუნისტური პარტიის“ მხარდამჭერები, – იმ პარტიისა, რომელსაც ღუკასიანი წარმოადგენს.
ანტიკორუფციული კომისია აღნიშნავს, რომ „მასშტაბური ოპერატიულ-სადაზვერვო ღონისძიებებისა და საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“, დაადგინეს, რომ ვარდან ღუკასიანმა და ქალაქის ადმინისტრაციაში მთავარ არქიტექტორად დასაქმებულმა პირმა წინასწარი შეთანხმებით მოითხოვეს და მიიღეს მოქალაქისგან ქრთამი.
აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ამავე უწყების თანახმად, გამოცემულია ჯამში რვა ადამიანის დაკავების ბრძანება.
ამჟამად გიუმრის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება.
სომხეთის სიდიდის მეორე ქალაქში, გიუმრიში, – რომლის მოსახლეობაც 120 000 ადამიანია, – ოპოზიციონერი მერი 2025 წლის აპრილში აირჩიეს ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების შედეგად.
· სომხეთის კანონმდებლობით, ქალაქის მერს საკრებულოს უმრავლესობა ირჩევს. რიგგარეშე 30 მარტს გაიმართა.
· არჩევნებში პირველ ადგილზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანის მმართველი პარტია, „სამოქალაქო კონტრაქტი“ გავიდა ხმების 36.8 პროცენტით.
· თუმცა მმართველმა გუნდმა 33-წევრიან საკრებულოში მხოლოდ 14 ადგილის მოპოვება მოახერხა.
· დანარჩენი 19 ადგილი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს და შეთანხმდნენ ღუკასიანის კანდიდატურაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით