სომხეთში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთშია. მისი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო დღეს, 25 მარტს.
სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძის მასპინძელი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ა. შეხვედრის შემდეგ ისინი ერთად გააკეთებენ მედიისთვის განცხადებებს.
ირაკლი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს.
კობახიძის ვიზიტების შესახებ
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ბრიუსელს ეწვია. 21 თებერვალს მისი პირველი საგარეო ვიზიტი ევროკავშირის ინსტიტუტების სათავო ოფისებსა და ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა.
შემდეგი ვიზიტით კი ის აზერბაიჯანს ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.