სომხეთში ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემები დაბლოკეს

სომხეთში დაიბლოკა რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემები, რომლებიც ამ ქვეყნაში РТР-Планета-ზე გადის: „საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან“ და „კვირა საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან“.
სომხეთის ტელერადიომაუწყებლობის ქსელის პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სომხეთსა და რუსეთს შორის მასობრივი კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მე-5 და მე-6 მუხლების მუდმივი დარღვევის გამო.
შეთანხმების ეს მუხლები ადგენს, რომ მხარეებმა არ უნდა დაუშვან შიდა პოლიტიკაში ჩარევა და გამორიცხონ შეურაცხმყოფელი შინაარსი.
„სპუტნიკ-სომხეთის“ ცნობით, ამ გზით РТР-Планета გააგრძელებს სომხეთში მაუწყებლობას საზოგადოებრივ მულტიპლექსში (ანუ საზოგადოებრივი სამაუწყებლო ქსელით), მაგრამ გადაცემები „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ და „კვირა საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ სომხეთის ტერიტორიაზე არ გავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა