სომხეთში განაცხადეს, რა სახის დახმარებას იღებს ქვეყანა NATO-სგან

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ერევანში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის „Rose-Roth “ 108-ე სემინარზე განაცხადა, რომ სამინისტრო მუდმივ რეჟიმში იღებს სპეციალიზებულ კონსულტაციურ დახმარებას ნატოს რიგი ქვეყნებისგან.
“სომხეთის თავდაცვის სამინისტრო დღეს მუდმივ რეჟიმში იღებს სპეციალიზებულ კონსულტაციურ დახმარებას საფრანგეთისა და -ისგან, ხოლო საბერძნეთი რამდენიმე მიმართულებით კოორდინირებულ დახმარებას უწევს. ამ ეტაპზე ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ახალი მოდელისა და სტანდარტების მქონე სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე, შეიარაღებული ძალების სტრუქტურისა და მართვის სისტემის მოდერნიზებაზე, საგანმანათლებლო და სასწავლო შესაძლებლობების განვითარებაზე და სხვა მიმართულებებზე,“ – განაცხადა პაპიკიანმა.
მინისტრის თქმით, ამასთან ერთად ნაბიჯები გადაიდგა თანამედროვე შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით საკუთარი არსენალის შევსებისკენ. მისივე თქმით, ეს შესაძლებელი გახდა სომხეთის მთავრობის დივერსიფიკაციის პოლიტიკის წყალობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინი სანადირაძე: იმ ამბავს როგორ უყურებთ, როცა არცერთი მაღალი თანამდებობის პირის, საჯარო მოხელისა და პარლამენტარის შვილი ან შვილიშვილი – არცერთ საჯარო სკოლაში არ სწავლობს, ხოლო მოკვდავთა შვილები სამ და ოთხ ცვლაში დადიან