სომხეთსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი დაწყებულია – ერევანი

სომხეთსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი დაწყებულია – ამის შესახებ განაცხადა სომხეთის ვიცე-პრემიერმა მგერ გრიგორიანმა.
„დღეს ჩვენს შორის დაიწყო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი. ეს არის ახალი პლატფორმა, სადაც განვიხილავთ მრავალმხრივი ბიუჯეტური მხარდაჭერის განხორციელების პროცესს, რომელიც ევროკავშირმა 2024 წლის აპრილში დაამტკიცა მდგრადობისა და ზრდის გეგმაში,“ – განაცხადა გრიგორიანმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან ევროკავშირის წარმომადგენლებს კონსტრუქციული განხილვებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ ეს განხილვები და მათ ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები ახალ იმპულსს მიანიჭებს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობას. გრიგორიანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგი წელს ბრიუსელში სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოს მიერ დამტკიცდება.
იქამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთს 270 მილიონ ევროს გამოუყოფს მდგრადობისა და ზრდის გეგმის ფარგლებში; ამ თანხის ნაწილი სომხეთის „დამოუკიდებელი“ მედიასაშუალებების დაფინანსებას მოხმარდება „დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ თანხიდან ევროკავშირი 200 მილიონ ევროს გრანტის სახით გამოყოფს, ხოლო 70 მილიონ ევროს ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და კერძო სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად გარანტიების სახით.