სომხეთმა რუსეთს არ გადასცა სამხედრო, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფო დეზერტირობაში ადანაშაულებს. 25 წლის სემენ სუბბოტინი რუსეთის ივანოვოს ოლქის ქალაქ ტეიკოვოში მსახურობდა, მან უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე უარი თქვა და ქვეყანა დატოვა, რის გამოც ის რუსეთში დეზერტირად მიიჩნევა და ძებნილია.


