სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ახალი წინადადება წარუდგინა

სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ახალი წინადადება წარუდგინა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა თქვენი ყურადღება ფუნდამენტურად ახალ წინადადებაზე გავამახვილო, რომელიც სომხეთმა აზერბაიჯანს წარუდგინა. ვაღიარებ, რომ ეს გუშინ მოხდა და ობიექტურად, ოფიციალურ ბაქოს ამ წინადადების არსის გაცნობისთვის დროც კი არ ჰქონია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ბოლო პროექტში 17 მუხლიდან 13 სრულად შეთანხმებულია.
„ჩვენი წინადადების არსი ასეთია: ჩვენ ყველა შეთანხმებულ მუხლსა და ფორმულირებას ვიღებთ და მათ, როგორც სამშვიდობო ხელშეკრულებას, ხელს ვაწერთ. ჩვენ ეს შესაძლებლად მიგვაჩნია, რადგან მათში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ყველა ფუნდამენტური პრინციპია ასახული“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ