სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსება შეაჩერა

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) დაფინანსება შეაჩერა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ანი ბადალიანი ავრცელებს.
როგორც ბადალიანი ამბობს, 2023 წლის ნოემბერში ОДКБ-ს მიერ დამტკიცებული 2024 წლის ბიუჯეტს სომხეთი “არ შეუერთდება”.
ბოლო პერიოდში სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ОДКБ არაერთხელ გააკრიტიკა.
“თუ ჩვენ გვექნება იმ ორგანიზაციის იმედი, რომლის იმედიც არ უნდა გვქონდეს, რადგან, პრინციპში, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვებსაც არ შეიძლება ჰქონდეთ მისი იმედი და ეს დამოწმებულია ორგანიზაციის რეაქციებითა და წევრი ქვეყნების განცხადებებით და ჩვენი საზოგადოება კითხულობს, რატომ ვაგრძელებთ ОДКБ-ს წევრობას – გულწრფელად რომ ვთქვა, ამ შეკითხვაზე პასუხი არ გამაჩნია.” – თქვა მიმდინარე წლის აპრილში ფაშინიანმა.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია, რომელსაც ხელმძღვანელობს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.