სომხეთი ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე მონაწილეობას პირველად მიიღებს

9-11 ივლისს NATO-ს სამიტს ვაშინგტონში ისტორიაში პირველად სომხეთის წარმომადგენლები დაესწრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთი სამიტში მონაწილეობას ალიანსის პარტნიორობის ფორმატში მიიღებს.
“სომხეთმა მიიღო მოწვევა ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე პარტნიორობის ფორმატში მონაწილეობისთვის და მასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებზეც, რაც NATO-ს 75 წლისთავს უკავშირდება. სომხეთმა მიიღო ეს მოწვევა.” – თქვა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა.
-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა ბაქოში ვიზიტისას თქვა, რომ NATO-ს სამიტზე ვაშინგტონში სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები არიან მიწვეული.