სომხეთი და აზერბაიჯანი პროგრესზე იუწყებიან საზღვრის შესახებ მოლაპარაკებებში

სომხეთმა და აზერბაიჯანმა პროგრესს მიაღწიეს მიმდინარე მოლაპარაკებებში მათი საზღვრის დელიმიტაციის შესახებ – აცხადებს სომხეთის ხელისუფლება 1 ივლისს.
“მოლაპარაკებები კონსტრუქციულად გრძელდება” – ვკითხულობთ ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ოფისის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიებმა ერთმანეთს გაუზიარეს დოკუმენტების პროექტები მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ და ერთიანი დოკუმენტი “მალე” იქნება შემუშავებული.
აზერბაიჯანის მთავრობამაც გაავრცელა სომხეთის ხელისუფლების მსგავსი განცხადება.
მხარეების მიერ 1 ივლისი იყო დანიშნული დღედ, როცა უნდა მიღწეულიყო შეთანხმება საბოლოო დოკუმენტის პროექტზე. არც ერთი მხარე არ აკონკრეტებს ეს რატომ არ მოხერხდა დათქმულ ვადაში, ან რა ტიპის პრობლემები წამოიჭრა მოლაპარაკებების პროცესში.
ფორუმი