“სომხეთი და აზერბაიჯანი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე საქართველო” – რუტე

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რადიო თავისუფლების“ ევროპულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოსთან შედარებით ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან.
„ცხადია, მე გულუბრყვილო არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ეს მკაფიოდ განვუცხადე ქართველებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან. ვფიქრობ, თავად თანამშრომლობა უკვე იმის მიზანია, რომ არსებობდეს არხი, რომლის მეშვეობითაც ავუხსნით, რაც გვაშფოთებს. და მოდით, ყველაფერს ერთიან სურათში შევხედოთ, რადგან არის საქართველო, მაგრამ არის ისიც, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება, რომლებიც, როგორც ჩანს, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან, მათ შორის იმ ნაბიჯების წყალობითაც, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს. ამიტომ საქართველოც მთელ სამხრეთ კავკასიის კონტექსტში უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა რუტემ.