ნინო ჟვანია: მიყვარხარ და მიყვარხართ, განთიადის ადამიანებო, ჩემო აკაცუკებო!

პიანისტი, ნინო ჟვანია:
დღეს მარშზე საოცარი ბიჭები ხელბორკილებით გადაებნენ ერთმანეთს… თუ ერთს დაიჭერდნენ, სხვებიც მასთან ერთად აღმოჩნდებოდნებ პოლიციის მანქანაში…. ასევე გადაწყდა, დანარჩენებს ერთმანეთისთვის ხელები გაგვეყარა, რომ არავინ დაგვეთმო ასე ადვილად…
მე დოლზე ვუკრავდი და აბა ვის გავუყრიდი ხელს? მივდივარ ჩემთვის, ვაბრახუნებ… უცებ ჩემს გვერდით თამუნა გიორგაძე გაჩნდა, ხელკავი გამიყარა და ასე იარა კაი ხანს ჩემთან ერთად…
არა მგონია, ვინმეს სურათი გადაეღო ჩვენთვის… არადა რა სახეა?! ვწერ აქ, რომ შემორჩეს ფბ-ს მემორის და ჩემს მეხსიერებას…
და ისე, რა ისტორიები გროვდება რუსთაველზე?! რომ გავიმარჯვებთ, ახალ წიგნს დავწერ … პირობას ვდებ! აკაცუკებზე დავწერ! ❤
თამუნა, სიკვდილამდე არ დამავიწყდება, როგორ ჩამჭიდე ხელი, ვინმეს რომ არ გავეტაცე … დოლიანად 🙂
მიყვარხარ და მიყვარხართ, განთიადის ადამიანებო, ჩემო აკაცუკებო!

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ბესო შენგელია არის დევნილი, რომელიც ბევრს მუშაობს ამ თემებზე… “ჩვენი ინფორმაციით, საქართველოდან გასული საწვავის 85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის და მარაგდება უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართული სამხედრო-სტრატეგიული ობიექტები”

ზურა-გირჩი ჯაფარიძე: ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც გაუბაზრდა რომ არასრულწლოვნების ‘კაჩაობის’ დაორგანიზებაში მონაწილეობდა პატრონის შვილის დავალებით და შემდეგ ამაზე მასთან ერთად ღლაბუცობდა