სომხეთი აშშ-თან თანამშრომლობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

სომხეთი -თან თანამშრომლობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს
სომხეთი და შეერთებული შტატები ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავენ. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, პროცესი არსებით ფაზაშია გადასული. მხარეები განიხილავენ სამართლებრივ საფუძველს, რომლის გარეშეც შეუძლებელია მშენებლობაში წინსვლა.
„ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ ბურთი აშშ-ს მოედანზეა. ჩვენ ველით, რომ შეერთებულ შტატებში შიდა პროცედურები დასრულდება, რის შემდეგაც ჩვენ დავიწყებთ მუშაობას“, – დააზუსტა გრიგორიანმა.
მან აღნიშნა, რომ სომხეთი საერთაშორისო პარტნიორებთან ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიკაციას ცდილობს.
2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები იკვლევდა მცირე მოდულარული ბირთვული რეაქტორების აშენების ვარიანტს როგორც სომხეთში, ასევე ევრაზიის სხვა ქვეყნებში. ევროპასა და ევრაზიისთვის ამერიკის მთავრობის დახმარების პროგრამების კოორდინატორის, მარია ლონგის თქმით, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ „ეს ქვეყნები სა და ჩინეთზე ნკალებად იყვნენ დამოუკიდებულები ენერგეტიკული კუთხით.

ასევე დაგაინტერესებთ