სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის, ს თქმით, ქვეყანა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) დატოვებს.
“[ОДКБ-ს] დავტოვებთ. გადავწყვეტთ, როდის”. – თქვა ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის საათის მიმდინარეობისას ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე პასუხად.
“და რა გგონიათ? რა არის შემდეგი ნაბიჯი? გგონიათ უკან დავბრუნდებით? არა, სხვა გზა არ არსებობს. არ ინერვიულოთ, უკან არ დავბრუნდებით”. – თქვა ფაშინიანმა.
მიმდინარე წლის 8 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსება შეუჩერა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ორგანიზაციის წევრობის შეჩერება დააანონსა და ბიუჯეტში თანხის შეტანაზე უარი თქვა, ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთს ორგანიზაციასთან ფინანსური ვალდებულებები კვლავ გააჩნია.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.