სომხეთის საგარეო უწყება – სომხეთი-ევროკავშირი-აშშ-ის შეხვედრა არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ

5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნება სომხეთ-ევროკავშირ- თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს და არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა.
„აზერბაიჯანული მხარე სომხეთ-ევროკავშირ-აშშ-ის მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ის არ არის ინკლუზიური ხასიათის და შესაძლოა სომხეთს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ უბიძგოს. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან სა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის 5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა სომხეთ-ევროკავშირ-აშშ-ის თანამშრომლობის გაძლიერებას მიეძღვნება და არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ანი ბადალიანმა.
მისი თქმით, რაც შეეხება აზერბაიჯანის ბრალდებებს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და მოლაპარაკებების პროცესში სომხური მხარის არაკონსტრუქციულების შესახებ, ერევანი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას, მოახდინოს საზღვრის დემარკაცია და გახსნას რეგიონალური კომუნიკაციები აზერბაიჯანთან უკვე შეთანხმებულ პრინციპებზე დაყრდნობით.

ასევე დაგაინტერესებთ