სომხეთის საგარეო უწყება – აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერისთვის მზადაა

სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ბაქოს შეატყობინეს ს თანხმობაზე “აზერბაიჯანის წინადადებებზე ხელშეკრულების პროექტის ორ მოუგვარებელ მუხლთან დაკავშირებით”, რა მუხლებზეა საუბარი დასახელებული არ არის.
“შესაბამისად, სამშვიდობო ხელშეკრულება მზად არის ხელმოწერისთვის. სომხეთის რესპუბლიკა მზად არის დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ხელშეკრულების ხელმოწერის დროსა და ადგილზე” , – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მათ აზერბაიჯანულ მხარეს ერთობლივი განცხადების გაკეთება შესთავაზეს იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების პროექტზე მოლაპარაკებები დასრულდა, თუმცა ბაქომ ცალმხრივი განცხადების გაკეთება ამჯობინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ევა შაშიაშვილის ქალიშვილი არის სტაციონარში, ამიტომ იძულებული გახდა, ბრალი ეღიარებინა და მტკიცებულებები უდავოდ ეცნო, მაგრამ ევას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება და გადატრიალება არ უნდოდა

ელენე ხოშტარია – ეს წელი გამარჯვების ნამდვილად არ ყოფილა, ბევრი ტკივილის და უღირსობის წელი იყო, მაგრამ ყველაზე ძვირფასის, თავისუფალი საქართველოს დაბადების წლად იქცა – შობის მეორე დღეს შემოგთავაზებთ გამარჯვების გზის ჩემეულ ხედვას