სომხეთის საგარეო უწყებაში ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი იქმნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ს გადაწყვეტილებით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი შეიქმნება, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში კიდევ ერთი ცვლილება პოლიტიკური პროგრამირების დეპარტამენტის დიპლომატიური ოპერაციების კოორდინაციის დეპარტამენტთან შერწყმას ეხება.
შეგახსენებთ, 2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტი, რომელიც საჯარო პეტიციით იყო ინიცირებული, სომხეთის მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებისკენ მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბათუმის მერია თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობის პროტესტზე – შენობა წლების წინ არის მიტოვებული, ობიექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს კერძო დავა – ხელშემწყობ ღონისძიებებს განვახორციელებთ მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესები დასრულდება