სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ხვალ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან.
განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებები. საუბარი შეეხება რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან.
არარატ მირზოიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
Previous: ლიბერალური იდეოლოგიის მანქანა ევროპას პირიქით შემოუბრუნდა და დღეს იქ ამერიკული პროპაგანდის გატარების გამო, ანტილიბერალური და ევროსკეპტიციზმის განწყობებია

ასევე დაგაინტერესებთ