სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვევა

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი დღეს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან.
განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებები. საუბარი შეეხება რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან.
არარატ მირზოიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.