სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ დაესწრება დსთ-ის შეხვედრას

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი არ დაესწრება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეხვედრა 12 აპრილს მინსკშია დანიშნული.
დსთ წარმოადგენს მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ გაერთიანებას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 1991 წელს, ამოქმედდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობით. საქართველომ და მ – ს აგრესიის მსხვერპლმა ქვეყნებმა – დსთ უკვე დატოვეს, მოლდოვამ მასში თავისი დე ფაქტო მონაწილეობა შეაჩერა და აცხადებს, რომ ორგანიზაციიდან წლის ბოლომდე გეგმავს გასვლას.
სომხეთს რუსეთთან ახლო მოკავშირეობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა ბოლო თვეებში ერევანი ამ ალიანსისგან დისტანცირებისთვის დგამს ნაბიჯებს – არსებული ვარაუდით, მისი უკმაყოფილება გამოწვეულია მოსკოვის მხრიდან სომხეთის მხარდაჭერის ნაკლებობით მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომში.
მირზოიანის გადაწყვეტილებას, არ დაესწროს დსთ-ის შეხვედრას, რამდენიმე დღით უსწრებდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ს მიერ ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენსა და -ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან. შეხვედრაზე იმსჯელეს სომხეთის გამძლეობის გაღრმავებასა და მისი რუსეთზე მძლავრად დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ