სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოშია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.
„მაკა ბოჭორიშვილმა ვაჰაგნ ხაჩატურიანს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ნაყოფიერი ვიზიტის განხორციელება უსურვა.
სომეხ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, ვაჰაგნ ხაჩატურიანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს.
სომხეთის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. ეს არის ვაჰაგნ ხაჩატურიანის მეორე ოფიციალური ვიზიტი საქართველოში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ