სომხეთის ნაკრების კაპიტანი: თუ მწვრთნელის რჩევებს სწორად გამოვიყენებთ, წარმატების მიღწევას შევძლებთ

საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩამდე კომენტარი სომხეთის ეროვნული გუნდის კაპიტანმა ვარაზდატ აროიანმა გააკეთა:
„საქართველოს ნაკრები ვიცი, ბევრ ქართველ ფეხბურთელს პირადად ვიცნობ. ხვალ კარგი თამაში იქნება. ჩვენი მწვრთნელი გავიცანით, კარგი ადამიანი და კარგი სპეციალისტია. იმედია, დიდ წარმატებებს მივაღწევთ.
ვიცით, როგორი თამაში გველის. მეზობლებთან მოტივირება არ გვჭირდება. თუ მწვრთნელის რჩევებს სწორად გამოვიყენებთ, წარმატების მიღწევას შევძლებთ“.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში