სომხეთის მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს საზღვრიდან ერევნისკენ

სომხეთში კრიტიკული გამოსვლებით ცნობილმა არქიეპისკოპოსმა და მისმა მომხრეებმა ერევნისკენ მსვლელობა დაიწყეს ჩრდილოეთის ტავუშის რეგიონში მდებარე სასაზღვრო სოფლიდან, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიცენტრია საპროტესტო აქციებისა სომხეთის მთავრობის მხრიდან აზერბაიჯანისთვის დათმობილი ტერიტორიების გამო. დემონსტრანტები დედაქალაქში ჩასვლას 9 მაისისთვის გეგმავენ.
არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი – რომელიც დემონსტრანტთა ლიდერად გამოიკვეთა – და სხვა მონაწილეები აცხადებენ, რომ კამპანია დედაქალაქის ქუჩებში გადააქვთ, საიმისოდ, რომ შეეცადონ გააჩერონ აზერბაიჯანისთვის იმ არეალების გადაცემა, რომლებიც ესაზღვრება სოფელ კირანცს და ახლოს მცხოვრებ ტავუშელ თემებს.
ბევრი ადგილობრივი მცხოვრები გაბრაზებულია მთავრობის გეგმების გამო და ამის მიზეზად უსაფრთხოების ფაქტორებს ასახელებს. “მოძრაობამ ‘ტავუში სამშობლოსთვის' გადაწყვიტა, რომ ხალხი უბრალოდ ერევანში უნდა ჩავიდეს… და მოითხოვოს ამ პროცესის შეჩერება აქ და სხვაგან” – განაცხადა გალსტანიანმა კირანცში, სანამ 160-მეტრის სიგრძის გზას შეუდგებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა