სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ დღევანდელ, 9 იანვრის სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს.
საკითხის წარდგენისას მთავარმა მომხსენებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა: „სამოქალაქო ინიციატივის სახით, კანონპროექტი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ განსახილველად წარედგინა პარლამენტს და ახლა მთავრობამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. ჩვენ ვთავაზობთ დადებითი პოზიციის გამოხატვას რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე“.
სომხეთის მთავრობის პოზიცია პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, იუწყება გამოცემა News.am-ი:
„დე იურე მთავრობის პოზიცია მდგომარეობს შემდეგში: მთავრობას ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ ასევე მინდა განვმარტო, ეს რას ნიშნავს. ეს არ ნიშნავს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ამ პუნქტის მიღწევა ან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება იყოს კანონის დონეზე ან თუნდაც მთავრობის გადაწყვეტილებაზე. გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, სხვა ვარიანტი არ არსებობს“.
სომხეთის თანამშრომლობა დასავლეთთან გააქტიურდა აზერბაიჯანთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, როცა ერევანმა დახმარებისთვის ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) მიმართა, მაგრამ ორგანიზაცია, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს, მხოლოდ „შეშფოთებითა“ და „სამძიმრით“ შემოიფარგლა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს