გიორგი თუმასიანი სოციალურ ქსელში სომეხი ქომაგის ვიდეოს თარგმანს აქვეყნებს:
,,გთხოვთ წაიკითხოთ ეს და დასკვნები თავად გამოიტანოთ. ერთ-ერთი ცნობილი სომეხი ქომაგის სიტყვების თარგმანი, რომელიც ახლა ვიდეოს სახით ვრცელდება სომხურ სოციალური ქსელებში:
“სომხეთის გარეთ 200-ზე მეტ თამაშზე ვარ ნამყოფი, სომხეთში ასობით თამაშზე. ასეთი რამე არ მინახავს. როგორც კი ჩვენი ფეხბურთელები სომხური სექტორისკენ მოვიდნენ თავიან გულშემატიკვრებთან, ჩვენ სრულიად მოულოდნელად, წამებში აღმოჩნდით პლასტმასის ბოთლების და მეტალის ქილების წვიმის ქვეშ.
არ ვიცი ქართველი გულშემატკივრები რანაირად აღმოჩნდნენ ჩვენს სექტორთან, პირდაპირი გაგებით შეიარაღებული ამ ბოთლებით და ქილებით, ხაზგასმით ვამბობ გაუხსნელით!
გაუხსნელ ბოთლებზე და თავსახურებზე ჩვენს გულშემატკივრებს აკონტროლებდნენ, რანაირად აღმოჩნდა ამ ადამიანების ხელში ასობით გაუხსნელი ბოთლი და ქილა?
გვესვროდნენ ჩვენს ქვემოდან, მოედნიდან და ზემოდანაც, ზედა იარუსიდან, სადაც ქართული სექტორი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამო არენაზე უსაფრთხოება არ არსებობდა საერთოდ, სომხურ და ქართულ სექტორებს შორის, გულშემატკივრებს შორის არც ერთი პოლიციელი არ იყო, ერთიც კი სიმბოლურად. ასეთი რამე არსად არასდროს მინახავს.
სომეხი გულშიმატკივრებს მოგვიწია საათნახევარი ლოდინი სანამ ყველა დატოვებდა დინამოს და მხოლოდ ამის მერე გაგვიშვეს იქედან, უკვე აცივდა საკმაოდ. ამ დროის განმავლობაში ჩვენთან მყოფი ქალები და ბავშვები ძალიან შეშინებული იყვნენ, ზოგი უკიდურესადაც კი. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.”
პ.ს. მე ჯერ კიდევ გუშინ დავწერე, რომ ეს მიზანმიმართულ პროვოკაციას ჰგავს ქართული დროშის უკან ამოფარებული რუსეთის აგენტების მხრიდან არალეგიტიმური და ე.წ. “ხელისუფლების.”
