სომხეთიდან გასვლაზე აკრძალვის ფონზე, გარეგინ II-ს -ის დაკრძალვაზე დასწრება სურს

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის კათოლიკოსმა, გარეგინ II-მ, რომლის მიმართაც სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით, მიიღო ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსგან -ის დაკრძალვის ცერემონიასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.„მისი უწმინდესობა აპირებს საქართველოს მონახულებას, დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებას, გარდაცვლილი პატრიარქისთვის პატივის მიგებას და სამძიმრის გამოხატვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ. რაც შეეხება ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას, ეჩმიაძინის პირველწოდებული საყდრის იურისტები ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს დგამენ,“ – ნათქვამია ეჩმიაძინის ეკლესიის განმარტებაში.მანამდე სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში NEWS.am-ს განუცხადეს, რომ მიიღეს შუამდგომლობა ყველა სომეხის კათოლიკოსის, გარეგინ II-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც კანონით დადგენილ ვადებში განიხილება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას