სომხეთთან საზღვარს გავხსნით, ბაქოსთან მოლაპარაკების დადებითად დასრულების შემთხვევაში – თურქეთი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დადებითად დასრულების შემთხვევაში, თურქეთი სომხეთთან საზღვარს გახსნის. ინფორმაციას თურქული გამოცემა Sabah ავრცელებს.
“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ სცენარი იმ შემთხვევისთვის, თუ [მოლაპარაკებები] დადებითად დასრულდება. მოქმედებები ამ მიმართულებით მიმდინარეობს. თუ [მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება], დადებით სცენარს განვახორციელებთ. სხვა სიტყვებით, შეგვეძლება, [სომხეთთან] საზღვრის გახსნა”. – Sabah-ზე დაყრდნობით, თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, 30 ივლისს თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ალიჯან-მარგარას საზღვართან დაკავშირებით მეხუთე შეხვედრა გამართეს. როგორც თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებების მიზანი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა