სომეხური ეკლესია: ფაშინიანი “სამარცხვინო ანტიეკლესიურ კამპანიას” ეწევა

2025 წლის 2 ივნისს, ეჩმიაძინში, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის თავმჯდომარეობით, გაიმართა უმაღლესი სულიერი საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ ეპისკოპოსები და ეპარქიების ხელმძღვანელები როგორც სომხეთიდან, ისე დიასპორიდან.
როგორც NEWS.am წერს, სხდომაზე განიხილეს “სირთულეები, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, საეკლესიო-საერო ურთიერთობები, ასევე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი”.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სამარცხვინო ანტიეკლესიურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წამოიწყო”, – წერს გამოცემა საბჭოს პრესრელიზზე დაყრდნობით.
ამასთან დაკავშირებით, გამოცემის ცნობითვე, უმაღლესმა სულიერმა საბჭომ გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: