სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედს იხსენიებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მრევლს წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის დღეს ულოცავს.
სააგენტოს ცნობით, დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედს იხსენიებს.
„წმინდანი პართიაში, ქრისტეშობიდან 257 წელს, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი ცხოვრება მრავალ სასწაულთან არის დაკავშირებული, მის ლოცვასა და შემწეობას უამრავი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება