სომეხთა ეკლესია ქრისტეს თორმეტ მოციქულსა და მეცამეტე მოციქულ პავლეს იხსენიებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას მოციქულთა ხსენების დღეს ულოცავს.
„სომეხთა სამოციქულო წმ. ეკლესია დღეს იესო ქრისტეს რჩეულ 12 მოციქულსა და მეცამეტე მოციქულის, პავლეს იხსენიებს. 12 მოციქული ქრისტეს მოწაფეები და ქრისტეს მოძღვრების პირველი გამავრცელებლები იყვნენ, მათ იესოს მოძღვრება უქადაგეს სხვადასხვა ერებს.
ქრისტეს მცნებათა უდიდესი მქადაგებელი იყო პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ აღიარა მე -13 მოციქულად. სომხური სამოციქულო ეკლესია 12 მოციქულთა და მე -13 მოციქულად აღიარებულ პავლეს ფერისცვალებამდე ერთი კვირით ადრე იხსენიებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ მოციქულთა ხსენების დღეს“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.