სოლსკიაერმა ყოფილ კლუბში დაბრუნებაზე უარი თქვა
VG-ს ინფორმაციით, ნორვეგიელმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ყოფილ გუნდ “მიოლდეში” დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
კლუბმა ეროვნული ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა, რის გამოც აწ უკვე ყოფილი დამრიგებლის ერლინგ მოეს მუშაობა უკმაყოფილოდ შეფასდა და გაათავისუფლეს. როგორც ზემოთ დავწერეთ, ეს პოზიცია 51 წლის სოლსკიაერს შესთავაზეს, მაგრამ უშედეგოდ.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი დამრიგებელი “მიოლდეს” ორჯერ 2010/14 და 2015/18-წლებში უკვე ხელმძღვანელობდა, 2021 წელს კი “წითელი ეშმაკებიდან” წამოსვლის შემდეგ უმუშევარია.