სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

ბრატისლავაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე სოლომონ მანაშვილმა (125 კგ) ვერცხლის, ხოლო მირიან მაისურაძემ (92 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მინაშვილმა აზამატ ხოსონოვი (საბერძნეთი) და კამილ კოშციოლეკი (პოლონეთი) დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშველდიშვილთან დამარცხდა.
მაისურაძემ ბრინჯაოსთვის ბრძოლა იარასლაუ იადკოუსკის (ბელარუსი) 5:0 მოუგო.
შეგახსენებთ, გუშინ გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) დაეუფლნენ.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტურნირი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში