სოლოვიოვი: ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, NGO-ების მომხრე რუსებს გააძევებენ

რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა თავისი გადაცემის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს ქვეყანაში მცხოვრები რუსების საკითხზე ესაუბრა. იგი ამტკიცებს, რომ საქართველოში დროებით მცხოვრები რუსების გამოძევებას აპირებენ, რომლებიც რუსული კანონის საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას.
“რელოკანტებთან [საქართველოში დროებით მცხოვრებ რუსებთან] პრობლემაა… დღეს ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, თქვეს, რომ ქვეყნიდან გამოაძევებდნენ, რადგან აქტიურად გამოდიან NGO-ების მხარეს… ამიტომაც გამოძევებას აპირებენ”, – თქვა სოლოვიოვმა.
ვინ არიან ეს წარმომადგენლები ან ვინ იგულისხმება წარმომადგენლებში, როგორ შედგა საუბარი – სოლოვიოვს დეტალებზე არაფერი უთქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ