სოზარ სუბარმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის რამდენიმე ათეული სტუდენტი მონაწილეობდა, საუბარი ძირითადად გლობალურ პოლიტიკას შეეხო.
სოზარ სუბარი ახალგაზრდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევაზე და გლობალურ პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ესაუბრა.
კერძოდ, დეპუტატმა განიხილა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებები, ასევე, პრეზიდენტად არჩევისთანავე მის მიერ ხელმოწერილი ნორმატიული აქტები, რომელთა თანახმად, ამერიკის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო ამერიკაში და გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებების ასახვა საქართველოზე, ასევე ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვაზე.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რა დროსაც ახალგაზრდებმა დასვეს კითხვები, მიიღეს პასუხები და საკუთარი მოსაზრებებიც დააფიქსირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც