სნუპ დოგს მარიხუანისთვის თავი არ დაუნებებია, დაპირება სარეკლამო კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა

რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა რეპერმა Snoop Dogg-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიხუანის მოწევას თავს ანებებს.
“ბევრი ფიქრისა და ჩემ ოჯახთან საუბრის შემდეგ, გადავწყვიტე შევეშვა მოწევას. გთხოვთ, არსებულ სიტუაციაში, პატივი ეცით ჩემ პირად სივრცეს”. – დაწერა სნუპ დოგმა Instagram-ზე.
მოგვიანებით გაირკვა, რომ რეპერის “დაპირება” სარეკლამო კამპანიის ნაწილია.
სნუპ დოგმა ბუხრების კომპანიის Stove-ის რეკლამაში ითამაშა. Solo Stove ახალი თაობის გადასატანი ბუხარია, რომელსაც კვამლი არ აქვს. რეკლამის ავტორები სიტყვებით თამაშობენ, საქმე ისაა, რომ სიტყვა Smoke-ს ინგლისურ ენაში ორი მნიშვნელობა აქვს – კვამლი და მოწევა. რეპერმა დაწერა Give Up Smoke, რაც შეიძლება გავიგოთ, როგორც “მოწევისთვის თავის დანებება”, ისე “ბოლზე უარის თქმა”.