„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიანტები გამოვლინდნენ

ფონდი „ქართული გალობისთვის“ ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაცია და მისი შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდა თაობის პროფესიული წახალისება მნიშვნელოვანია.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქართული ტრადიციული მუსიკის აღიარებული მკვლევრებისა და შემსრულებლების, ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდია, რომელიც 2016 წლიდან„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით აჯილდოვებს ქართული ტრადიციული მუსიკის მკვლევარ გამორჩეულ სტუდენტებს.
22 ნოემბერს, ფონდის დამფუძნებლებმა 2023 წლის სტიპენდიის მფლობელები დააჯილდოეს. ღონისძიებას ესწრებოდა გიგი გარაყანიძის მეუღლე, მაგდა კევლიშვილი და შვილი, ილია გარაყანიძე.
სტიპენდია წელს მეცხრედ გაიცა და მისი მფლობელები გახდნენ: ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, მონაზონი ნინო სამხარაძე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ელენე ბერაია და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრი, ანა ფეიქრიშვილი.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ