‘სმარტში’ მომხდარ აფეთქებაზე შსს–მ გამოძიება დაიწყო

30 იანვარს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ “სმარტის” შენობის მეორე სართულზე მომხდარ აფეთქებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ის 240–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანებულია “სმარტის” შენობის მეორე სართულის ნაწილი, ასევე საცხოვრებელი სახლების ფანჯრის მინები.
თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ გათბობის ქვაბი აფეთქდა, რომელიც რამდენიმე ტონას შეადგენდა.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია