სლოვენიაში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე თანამდებობას ტოვებს

სლოვენიაში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე პოსტს ტოვებს. როგოც ის ამბობს, დიპლომატიური პასპორტი უკვე ჩააბარა.
პოსტის დატოვების შესახებ კოლპატაძემ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავის გადაწყვეტილებაზე საურბობს და მიანიშნებს მიზეზზეც:
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ჩვენი წმინდა მეფისა და საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი სიმბოლოს, ვახტანგ გორგასლის (დროშიანის თუ უდროშოს) და თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის კონსტიტუციური გარანტის, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მეთაურის, ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ტოლერანტობის გამოხატვის გამო ჩემი აუგად მოხსენიება სცადეს თანამედროვე „ძაღლისგულა“ ბოლშევიკმა „შარიკოვებმა“ (განსაკუთრებით, აზერბაიჯანული ნომრებიდან). მე არავის ვემშვიდობები, კვლავ შევხვდებით საქართველოს სამსახურში! #სადმივდივართ? ევროპაში!“ — წერს კოლპატაძე.
მიმდინარე წლის მაისში მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსული კანონის მიღებას და მონაწილეობდნენ აქციებში, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, აზერბაიჯანული ნომრებიდან ურეკავდნენ, აგინებდნენ და ექმურებოდნენ. გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუვლენია, ვინ იდგა ამის უკან.
სლოვენიაში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი მადლობას უხდის კოლეგებს, ოჯახს და სხვებს, დიპლომატიურ კარიერაში მისი მხარდაჭერისთვის.
„ჩემთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა, რომ საუკუნის თითქმის მეხუთედის მანძილზე და მანამდეც, ხუთივე პრეზიდენტის სახელმწიფო სამსახურში და მანამდეც, ჩემი დროის სტუდენტობის თაობის ეროვნულ მოძრაობაშიც და მანამდეც, ოჯახიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საუკეთესო ინტერესებისადმი მსახურება გახდა ჩემი საქმიანობის მთავარი საგანი. ამასობაში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მივედით იმ ნიშნულამდე, როცა საჭირო იყო გაწევრიანების საფინალო ნახტომის განხორციელება: 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე მივიღეთ ნატოს არაწევრი უახლოესი ქვეყნის „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ (EOP) სტატუსი და „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი“ (SNGP), რომელიც განახლდა 2020 წელს; 2022 წლის ნატოს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ნატოს „საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ზომები“ (TSM); 2023 წლის 14 დეკემბერს კი მივიღეთ ევროკავშირის საოცნებო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი…“, — წერს კოპლატაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ჩვენი ხედვისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ დაგროვილი

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი დიასპორები არც თუ მრავალრიცხოვანია, მაგრამ ძლიერი და მყარი დასაყრდენია ქვეყნისთვის, ისინი ჩვენით არიან ძლიერნი, ჩვენ კი მათით – მადლობა ქართულ ეკლესიას და თითოეულ დიასპორელს ამ გმირობისთვის

პრემიერი – ქართული დიასპორის გაძლიერება, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რაც 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა