სლოვაკური Klein Vision მფრინავი ავტომობილის სერიული წარმოების დასაწყებად ემზადება

სლოვაკური კომპანია Klein Vision მფრინავი ავტომობილის AirCar 2 სერიული წარმოების დასაწყებად ემზადება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
მოდელს ჰაერში საათში 250 კილომეტრამდე და გზაზე საათში 200 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარება შეუძლია. მანქანიდან თვითმფრინავად გადაქცევას ორ წუთზე ნაკლები დრო სჭირდება.
მოდელის სიგრძე 5.8 მეტრია, რაც მისი სტანდარტულ სივრცეებში პარკირების საშუალებას იძლევა. ასაფრენად საჭიროა აეროდრომზე მისვლა, შემდეგ ღილაკზე თითის დაჭერა – ფრთები ავტომატურად გაიხსნება. მანქანის ფრენის დიაპაზონი 1000 კილომეტრს აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ