სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ათასობით ადამიანი ქუჩაში მთავრობის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებს. დემონსტრანტებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და პრემიერმინისტრი ფიცოს მთავრობა პრორუსული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულეს. სლოვაკური მედიის ცნობით, ბრატისლავაში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი გამოვიდა.
პრემიერმინისტრი ფიცო თავის გუნდთან ერთად 2023 წლის ოქტომბერში მოვიდა ხელისუფლებაში. მას შემდეგ, კრიტიკოსების მტკიცებით, სლოვაკეთი რუსეთს უახლოვდება და მთავრობა ევროსკეპტიკურ განცხადებებს ავრცელებს. სლოვაკეთის მთავრობა ბოლო თვეების მანძილზე მწვავედ აკრიტიკებს ევროპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხს. ასევე, ფიცოს მთავრობა ემხრობა რუსეთთან კულტურული და პოლიტიკური კავშირების განახლებას.
ბოლო პოლიტიკური დაძაბულობა სლოვაკეთში გამოიწვია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
“მე აქ ვარ, რადგან მთავრობის კოალიციის ქმედებებმა ყველა საზღვარი გადაკვეთა” – თქვა პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიჰაუ ჰვორეცკიმ.