სლოვაკეთში მოქალაქეებმა უკრაინისათვის იარაღის შესაძენად 4 მილიონი ევრო შეაგროვეს

ერთი თვის განმავლობაში ს მოქალაქეებმა 4 მილიონ ევროზე მეტი მოაგროვეს იმ აქციის ფარგლებში, რომელიც უკრაინისათვის სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო მასალების შესაძენად წამოიწყეს სამოქალაქო აქტივისტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა.
“ევრონიუსის” ცნობით, ინიციატივა „საბრძოლო მასალა უკრაინისათვის“, სლოვაკეთში ამოქმედდა აპრილის შუა რიცხვებში და ერთი თვის განმავლობაში შემომწირველთა რაოდენობამ 67 ათასს მიაღწია.
ამას წინ უძღოდა უკრაინის მემარცხენე-პოპულისტური მთავრობის კურსის მკვეთრი ცვლილება უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხში. უკრაინის სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა მარტის ბოლოს, ში ყოფნის დროს განაცხადა, რომ სლოვაკეთი ს იარაღს აღარ მიაწვდის, რადგან „ვერ ხედავს ომის სამხედრო გზით გადაჭრის გზას“.
„ჩვენ ვთვლით, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის პერსპექტივა არ არსებობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აღარ დავეხმაროთ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით და უპირატესობას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას ვანიჭებთ“, – განაცხადა პრაღის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა.
სლოვაკეთში უკრაინისათვის საბრძოლო მასალის შესაძენი თანხის შეგროვების იდეა ეკუთვნის ერთ-ერთ სლოვაკ ფოტოჟურნალისტსა და „ღია საზოგადოების“ ადგილობრივ ორგანიზაციას, რასაც სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე უერთდება.