სლოვაკეთში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

სლოვაკეთში, რკინიგზის გადასასვლელზე მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, მინიმუმ, 6 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქ ნოვე-ზამკის მახლობლად, დედაქალაქ ბრატისლავადან დაახლოებით 80 კილომეტრში, მოხდა.
„ვშიშობ, რომ ამ ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს“, – განაცხადა სამაშველო სამსახურის პრესსპიკერმა, პეტრა კლიმესოვამ მედიასთან საუბარში.
შეჯახების დროს მატარებელში 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავტობუსში კი – 9. მატარებელი პრაღიდან ბუდაპეშტამდე, ბრატისლავის გავლით, მიემგზავრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ