სლოვაკეთში დააკავეს კაცი, რომელსაც პრაღაში მომხდარი მასობრივი სროლის გამეორება უნდოდა

პოლიციამ ჩრდილოეთ სლოვაკეთის ქალაქ ჟილინაში დააკავა კაცი, რომელიც პრაღაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის გამეორებას გეგმავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 64 წლის დაკავებულმა საგანგებო სამსახურს დაურეკა და განუცხადა, რომ იმის გამეორებას გეგმავდა, რაც პრაღაში მოხდა.

„შეტყობინებების მიღების შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ გამოძიება, რის შედეგადაც ეჭვმიტანილი დავაკავეთ“, – განაცხადა ზუზანა შეფჩიკოვამ, ჟილინის რეგიონული პოლიციის სპიკერმა.

შეგახსენებთ, 21 დეკემბერს პრაღაში სტუდენტმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია