სლოვაკეთი და უნგრეთი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის წინადადების წინააღმდეგ გამოვლენ. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დღეს ტელეფონით განვიხილეთ ჩვენი პოზიციები სლოვაკ კოლეგა იურაი ბლანართან და შევთანხმდით, რომ არ შეგვიძლია ჩვენი სუვერენიტეტის ასეთი უხეში დარღვევის მიღება. ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკის ფორმულირება სუვერენული საკითხია, გარედან არავის შეუძლია მასში ჩარევა”, – წერს სიიარტო.
მან აღნიშნა, რომ ევროკომისიის წინადადებას ორშაბათს, 16 მაისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები განიხილავენ და ამ შეხვედრას “დიდი ბრძოლა” უწოდა.
“დიდი ბრძოლა იქნება ლუქსემბურგში ორშაბათს, ფონ დერ ლაიენ-ზელენსკის წინადადება, რომელსაც სურს, რომ გვაიძულოს რუსეთისგან არ ვიყიდოთ ბუნებრივი აირი, ნავთობი და ბირთვული საწვავი, ენერგეტიკის მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში იქნება”, – წერს სიიარტო.
