ს შსს – ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო რობერტ ფიცოს თვითმფრინავმა აფრენა ვერ მოახერხა

ინციდენტის გამო, ს პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს თვითმფრინავმა აფრენა ვერ მოახერხა. ამის შესახებ განცხადებას სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ბრიუსელის აეროპორტში ინციდენტის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საავიაციო დეპარტამენტის სამთავრობო თვითმფრინავმა აფრენა ვერ მოახერხა.
“მაშინ როდესაც ბრიუსელის აეროპორტში სატრანსპორტო კომპანიის მიერ მობილური კიბის გადაადგილება ხდებოდა, ისინი კონტაქტში შემოვიდნენ თვითმფრინავის წინა მარცხენა კართან. ინციდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საავიაციო დეპარტამენტის მხრიდან რაიმე შეცდომის ან დაუდევრობის შედეგი არ ყოფილა”, – ნათქვამია განცხადებაში.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }