სლოვაკეთის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც აქტიურობდა საქართველოსა და უკრაინაში მაიდანის მოვლენების დროს – არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის განადგურებას

სლოვაკეთის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც აქტიურობდა საქართველოსა და უკრაინაში მაიდანის მოვლენების დროს – არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის განადგურებას
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიcომ მოიწვია უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ფერადი რევოლუციებს საქართველოსა და უკრაინაში. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის განადგურებას. სლოვაკეთის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც აქტიურობდა საქართველოსა და უკრაინაში მაიდანის მოვლენების დროს. ჩვენ მივიღებთ პრევენციულ ზომებს“, – აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობა შეიძლება განხორციელდეს ქუჩის აქციების მოწყობითა და ადმინისტრაციული შენობების დაკავებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს