სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ხსენება არის აღიარება იმისა, რომ ასე მოექცევიან განსხვავებული პოზიციის მქონე ქვეყნებს და ამაში მათთვის არაფერია მიუღებელი და ახალი

ს პრემიერ-მინისტრის ხსენება არის აღიარება იმისა, რომ ასე მოექცევიან განსხვავებული პოზიციის მქონე ქვეყნებს და ამაში მათთვის არაფერია მიუღებელი და ახალი
“მე დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არ უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა, მაგრამ მაინც ვურჩევდი ქართული სახელმწიფოს ყველა დაუძინებელ მეგობარს – ქართველ ხალხთან ასეთი თამაში არ ღირს. ჩვენს ერს ისტორიულმა და პოლიტიკურმა გამოცდილებამ ბევრი რამ ასწავლა და ჩვენთვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა საკუთარ ღირსებასა და სისხლზე გადის,” – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა, „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
მეგრელიშვილის თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ხსენება არის აღიარება იმისა, რომ ასე მოექცევიან განსხვავებული პოზიციის მქონე ქვეყნებს და ამაში მათთვის არაფერია მიუღებელი და ახალი.
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ ქვეყნის შიგნით კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და ქვეყნის გარეთ ქართული სახელმწიფოს დაუძინებელი მეგობრები მოქმედებენ ერთი ხელწერითა და გეგმით. მათი ღია და დაუფარავი სურვილია მოქმედი ხელისუფლების ჩანაცვლება იმ ძალებით, რომლებიც, უარს იტყვიან სახელმწიფოს ღირსებასა და სუვერენიტეტზე და უკრაინის მსგავსად ჩაერთვებიან ომში.
ქართულ სახელმწიფოში ამისთვის გადმორიცხული თანხების (რომელიც უწყვეტად შემოედინება) ათვისება ხდება არასამთავრობო სექტორის გავლით.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, დაუძინებელი მეგობრები დარწმუნდნენ, რომ საქართველოს უკრაინიზაცია და ახლა ფერადი რევოლუცია არ და ვერ მოხდება მოქმედი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური პოზიციით, ამიტომ ისინი გადავიდნენ ღია შანტაჟზე და არ ერიდებიან მიუღებელ პოლიტიკისაგან დაცლილ განცხადებებს, უფრო სწორი იქნება ვთქვათ – მუქარებს.
პირდაპირ მიდის მცდელობა სანქციებით და მეტიც სიცოცხლის ხელყოფით შეაშინონ ქართული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი.
“გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ აცხადებს ირაკლი , პრემიერ- მინისტრი.
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ხსენება არის პირდაპირი მუქარა და ამ ძალების პოლიტიკური აღიარების გამოძახილი. დიახ, ეს არის აღიარება იმისა, რომ ასე მოექცევიან განსხვავებული პოზიციის მქონე ქვეყნებს და ამაში მათთვის არაფერია მიუღებელი და ახალი.
მე დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არ უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა, მაგრამ მაინც ვურჩევდი ქართული სახელმწიფოს ყველა დაუძინებელ მეგობარს – ქართველ ხალხთან ასეთი თამაში არ ღირს.
ჩვენს ერს ისტორიულმა და პოლიტიკურმა გამოცდილებამ ბევრი რამ ასწავლა და ჩვენთვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა საკუთარ ღირსებასა და სისხლზე გადის“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.
Next: ოპოზიცია პარტიებით და მათთან დაკავშირებული სუბიექტებით, არის გარედან მოსული დაკვეთების შემსრულებელი. ესაა მათი მთავარი პროდუქტი, რომელსაც კარგად ყიდიან ევროპაში თუ -ში

ასევე დაგაინტერესებთ