ს თავდაცვის მინისტრი: არასდროს გახდება ნატო-ს წევრი

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ არასდროს გაწევრიანდება ნატო-ში და ამასთან, “ნების კოალიციის“ საქმიანობა გააკრიტიკა.
კალინიაკის აზრით, ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს კოლექტიურ თავდაცვაში და ნატო უნდა ატარებდეს ამ პასუხისმგებლობას, რადგან ორი სარდლობა ეფექტიან თავდაცვას ვერ უზრუნველყოფს. „ან ნატოში ვართ და მაშინ ეს აღარ გვჭირდება, ან ევროპაში ვართ“, – განაცხადა მან ს საინფორმაციო სააგენტო TASR-თან ინტერვიუში. გარდა ამისა, მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პრობლემებიც შეექმნება და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნათა ჯგუფს — „ნების კოალიციას“ პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა არასდროს გახდება ნატო-ს წევრი. მისი აზრით, მას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც პრობლემები შეექმნება. მანვე განაცხადა, რომ უკრაინას ჰქონდა შანსი, 2022 წელს ომი დაესრულებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გამოიკვეთა 2026 წლის მთავარი პრიორიტეტები – ვიზრუნოთ ახალგაზრდობაზე, ღირსეულად აღვნიშნოთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებიდან 1700 წლისთავი და მორიგი გამანადგურებელი დარტყმა მივაყენოთ გლობალური ბოროტების ძალას